logo
ENG



პროკურატურა: ფოთში დედამ ჩვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა

16 თებ 202221:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/52gm1o0ysagojyc.png

პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.  

ჩვილის ცხედარი 14 თებერვალს იპოვეს. იმავე დღეს დააკავეს ბავშვის დედა.

ბრალი მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.


close დახურვა