logo
ENG



რუსი ოპოზიციონერი ანდრეი დავიდოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

17 თებ 202221:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/17/443b50soo7lmqz5.png

რუსი ოპოზიციონერი ანდრეი დავიდოვი ამბობს, რომ საქართველოში შემოსვლა ახსნა-განმარტების გარეშე აუკრძალეს.

15 თებერვალს მან ტვიტერზე გაავრცელა ფოტო, სადაც ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება "საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ".

დავიდოვი ამბობს, რომ მას არ დაურღვევია არანაირი კანონი და მიიჩნევს, რომ მისი არშეშვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამასთან, რუსი ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ რუსეთმა წარადგინა იმ მოქალაქეების სია, რომელთა საქართველოში ყოფნას არასასურველად მიიჩნევს.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქვეყანაში რუსი ოპოზიცონერი არ შემოუშვეს. 

4 თებერვალს რუსი ოპოზიციონერის იგორ ეფრიმოვმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვესმისივე თქმით, მესაზღვრეებმა არშეშვების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელეს და ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს უკან. 

31 იანვარს ქვეყანაში არ შემოუშვეს ასევე რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი. მაშინ მან აღნიშნა, რომ თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, აქტივისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრების გამართვას აპირებდა, თუმცა ის კიევში ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი.


close დახურვა