
NATO-ს ქვეყნები, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას და მის ფარგლებში კონსულტაციებს გეგმავენ.
ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მუქარაა მთელი მსოფლიოს მიმართ.
"რუსეთის ფართო აგრესია მუქარაა მთელი მსოფლიოს მიმართ და NATO-ს ყველა ქვეყნის მიმართ. NATO-ს კონსულტაციები მოკავშირეების უსაფრთხოების გაძლიერებაზე უნდა იყოს ინიცირებული, რომ გატარდეს დამატებითი ზომები NATO-ს მოკავშირეების დასაცავად. ყველაზე ძლიერი პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა." - ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი.
NATO-ს მე-4 მუხლის მიხედვით, NATO-ს წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება საკონსულტაციოდ შეკრიბონ ალიანსი, თუ რომელიმე მათგანი ფიქრობს, რომ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.