logo
ENG



Freedom House: საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა, ქულა გაუარესდა

25 თებ 202221:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/sdt53xknv88w91v.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა თავისუფლებების 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 

საქართველოს 100-დან 58 ქულა აქვს და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად არის მოხსენიებული. 

საქართველოს მდგომარეობა ამ რეიტინგში გაუარესდა, გასულ წელს მას 60 ქულა ქონდა

ორგანიზაციის მთავარ მიგნებებში ნათქვამია:

  • 2021 წლის აპრილში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შუამავლობა გაუწია შეთანხმებას მმართველ პარტიასა და ოპოზიცურ ჯგუფებს შორის, რომელიც 2020 წლის ბოლოს დაწყებული საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტით დასრულდა. თუმცა, 2021 წლის ივლისში ქართული ოცნება შეთანხმებიდან გავიდა. 

  • ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა 2021 წლის ივლისში დაარბიეს არასამთავრობო ორგანზიაცია Tbilisi Pride-ის ოფისი, დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. მომხდარის შედეგად გაუქმდა დაგეგმილი ღირსების მარში. ერთ-ერთი დაშავებული მოგვიანებით გარდაიცვალა. 

  • აგვისტოში გაჟონა ასეულობით ფარული ჩანაწერი, რომელიც ჟურნალისტებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და სამღვდელოების წარმომადგენლებს ეხებოდა. მიყურადების სამიზნე მათი პირადი ქმედებები და კომუნიკაციები იყო. სუს-მა და ხელისუფლებამ არასწორი ქმედებები უარყვეს. 

  • ოქტომბერში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს, საქართველოში დაბრუნდა. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, რომელიც ნოემბრის ბოლოს შეწყვიტა. 

  • ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მმართველმა პარტიამ 20-დან 19 ქალაქში გაიმარჯვა. დამკვირვებლებმა არჩევნებს მშვიდობიანი უწოდეს, მაგრამ აღნიშნეს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, დაშინება და ხმების მოსყიდვა. 

close დახურვა