დღეს ლიდერებმა განაცხადეს, რომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. კრემლი ცდილობს, ნატომ და ევროკავშირმა ნაკლებად დაუჭირონ მხარი პარტნიორებს.
ამიტომ, ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა, რათა დავეხმაროთ მათ დემოკრატიული რეფორმების ჩატარებაში, რომ მიყვნენ არჩეულ გზას.
ეს კრიზისი ყველაზე მეტად აჩვენებს NATO-ში ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთიანობის მნიშვნელობას.
ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება ძლიერი ტრანსატლანტიკური ერთიანობის გარეშე.