logo
ENG



ქაცარავა: მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა

28 თებ 202217:30
3 წუთის საკითხავი
 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ფორმულასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.

"ამ წუთას გავიგე, რომ ჩვენმა მთავრობამ დაბლოკა უკრაინული ბორტის შემოსვლა, რომელმაც უნდა წაიყვანოს მოხალისეები უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის მთავრობის ლაჩრული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილება", - ამბობს ქაცარავა.

მისივე განცხადებით, ახლა ალტერნატიული გზებით წასვლას განიხილავენ. 

უკრაინაში გამგზავრება 30-მდე ადამიანს სურს. გარდა ამისა, მათ შეაგროვებს ქვეყნისთვის ჰუმანიტარული ტვირთი, რომლის წაღებასაც ამ თვითმფრინავით გეგმავდნენ.


close დახურვა