ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით დეტალები არ იცის, როდის გაფრინდება.
გაფრინდაშვილი გეგმავს, რომ ომის შედეგად დაშავებულ ადამიანებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს.
უკრაინაში გამგზავრება სურდათ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებსაც, თუმცა როგორც მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ ფორმულასთან თქვა, საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.