ბინის მოკლევადიანი გაქირავების სერვისი- Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ განაცხადა. ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო შეზღუდვების ნაწილია.
ჩესკი ასევე აცხადებს, რომ კომპანია 100 000 იძულებით გადაადგილებულ უკრაინელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
„Airbnb მუშაობს ჩვენს მასპინძლებთან ერთად, რათა უფასოდ მიიღოს 100 000-მდე ლტოლვილი ვინც უკრაინას ტოვებს" - წერს ჩესკი ტვიტერზე.
1. Airbnb and https://t.co/enqjlQB0rH are working with our Hosts to house up to 100,000 refugees fleeing from Ukraine, for free