უკრაინის გენერალური პროკურორის ერინა ვენედიქტოვას განცხადებით, ცნობილ რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარია, დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინეს.
ვენედიქტოვას თქმით, მიხალკოვს ბრალი ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, ასევე რუსეთის მიერ ომის დაწყების მხარდაჭერაში.
უკრაინულმა, სუვერენულმა სასამართლომ მისცა პროკურატურას უფლება, რომ საზღვრის გადმოოკვეთის შემთხვევაში პროკურატურამ ის დააკავოს, რის შემდეგაც მსახიობი სასამართლოში უნდა წარსდგეს.
ვენედიქტოვას თქმით, უკრაინამ დაიწყო ფორმალური პროცედურა, რათა მიხალკოვი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადონ.