უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათეულობით ქვეყანამ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა.
საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიები კი ეტაპობრივად ტოვებენ რუსეთის ბაზარს, წყვეტენ პროდუქციის მიწოდებას და ხურავენ წარმოებებს.
ნავთობი/გაზი
BP - კომპანია უარს ამბობს თითქმის 20%-იან წილზე რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Rosneft-ში
Equinor - კომპანია ეტაპობრივად რუსეთში საწარმოებიდან გასვლას აპირებს
ExxonMobil - ტოვებს საკვანძო პროექტს - Sakhalin-1, ამასთან, უარს ამბობს, რუსეთში სამომავლო ინვესტიციებზე
Shell - ტოვებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom-თან ერთობლივ პროექტებს და წყვეტს Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილეობას
მანქანები და თვითმფრინავები
Boeing და Airbus - თვითმფრინავების მწარმოებლები აღარ აპირებენ, რუსულ გადამზიდებს ნაწილები ან სერვისი მიაწოდონ
Daimler Truck - გერმანული კომპანია წყვეტს თანამშრომლობას რუსულ პარტნიორ Kamaz-თან
Ford Motor Company - რუსეთში მუშაობას წყვეტს
Harley-Davidson - წყვეტს მოტოციკლეტების მიწოდებას
Mercedes-Benz - შეაჩერა ავტომობილებისა და ფურგონების მიწოდება და წარმოება
BMW - წყვეტს ექსპორტსა და წარმოებას
Renault - ერთ-ერთ მსხვილი მოთამაშეა რუსულ ბაზარზე, რომელიც მოსკოვში დროებით წყვეტს წარმოებას "ლოჯისტიკური პრობლემების გამო"
Toyota - აჩერებს წარმოებას სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში, რომელიც უშვებს RAV4-სა და Camry-ს მოდელებს
Volkswagen - კომპანია, რომელიც აერთიანებს Audi, Ducati, Skoda-სა და Porsche-ს, რუსეთში ორ ქარხანაში წყვეტს წარმოებას, ამასთან აჩერებს ექსპორტს
Volvo - სანქციებიდან გამომდინარე აჩერებს მიწოდებებს
Jaguar Land Rover და Aston Martin - წყვეტენ რუსეთში მანქანების მიწოდებას
სამომხმარებლო სფერო
Airbnb - კომპანია წყვეტს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელარუსში
Budvar - ლუდის მწარმოებელი ჩეხური კომპანია რუსეთში პროდუქციის მიწოდებას წყვეტს
Disney - კინოსტუდია წყვეტს რუსეთში კინოგაქირავებას
Ikea - ავეჯის კომპანია რუსეთში ყველა თავის მაღაზიას ხურავს, ასევე წყვეტს შეკვეთების მიღებას რუსეთიდან და ბელარუსიდან
TJX Cos - რუსეთში თავის 25%-იან წილს ყიდის
Booking.com - ტოვებს რუსულ ბაზარს
ტექნოლოგიები
Apple - გაყიდვებს წყვეტს, გარდა ამისა ,აღარ იმუშავებს Apple Pay სისტემა. App Store-დან წაშალეს სახელმწიფო მედიები - Sputnik და RT
Dell - შეაჩერა გაყიდვები რუსეთში
Google - დაბლოკა რუსული სახელმწიფო მედიების წვდომა თავის პლატფორმებზე, მათ შორის Google Play-ზე. Google Pay-ს სისტემა ხელმისაწვდომი არ იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც სანქციების ქვეშ მოყვნენ
Facebook - ევროკავშირში RT-და და Sputnik-ს წვდომას შეუწყვეტს
Twitter - შეამცირებს რუსულ სახელმწიფო მედიების ხილვადობას
Spotify - დახურა თავისი ოფისი რუსეთში, ასევე წაშალა RT-სა და Sputnik-ს მთელი კონტენტი ევროპაში და სხვა რეგიონებში
YouTube - დაბლოკა უკრაინაში რუსული სახელმწიფო მედიების ანგარიშები. ამასთან, მათ აეკრძალებათ რეკლამის განთავსება და კონტენტის მონეტიზაცია
Intel (INTC) - წყვეტს პროდუქციის მიწოდებას რუსეთსა და ბელარუსში
Microsoft (MSFT) - რუსეთში წყვეტს პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვას
NOKIA - წყვეტს მიწოდებას
PayPal Holdings - რუსეთში თავისი სერვისები დახურა
Samsung - მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის მიწოდებას წყვეტს
Ericsson - წყვეტს მიწოდებებს
მოდა
Nike - რუსეთში ხურავს ყველა თავის მაღაზიას
H&M - მაღაზიების ქსელი რუსეთში დროებით ყველა გაყიდვას აჩერებს
Chanel, LVMH, Kering - ხურავენ მაღაზიებს რუსეთში
PUMA - წყვეტს რუსეთში პროდუქციის მიწოდებას, თუმცა 100-ზე მეტი მაღაზია ღია რჩება
Zara, Pull & Bear, Massimo Dutti და Bershka - რუსეთში მუშაობას წყვეტს