logo
ENG



65 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკზე ვაქცინაციის შესახებ იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელა

22 მაი 202012:44
3 წუთის საკითხავი
clock 279

65 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკზე ვაქცინაციის შესახებ იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.

მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჰოსპიტალიზაციის ძალიან დიდი რაოდენობა ქვეყანაში პნევმონიაზე მოდის და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სამინისტრომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკა გაატაროს.

მინისტრი ამბობს, რომ ხანდაზმულებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია, რაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ამიტომ მათი დროული ვაქცინაციაა მნიშვნელოვანია.

 

„ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვაკეთებთ შეფასებას და გაანალიზებას იმ პაციენტების და ჰოსპიტალიზაციების რიცხვის, რომელიც საქართველოში გვაქვს. ვაკვირდებით თუ რამდენად სწორად არის იდენტიფიცირებული დიაგნოზი და შემდეგ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობა. ცალსახად ვხედავთ, რომ პაციენტების მეტი წილი, ანუ ჰოსპიტალიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა საქართველოში, მოდის სწორედ პნევმონიაზე, რაც ერთის მხრივ კითხვებს ბადებს და მეორეს მხრივ იქცევს ყურადღებასაც იმისათვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ და გამოვასწოროთ ჩვენი პაციენტების მდგომარეობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ​


close დახურვა