logo
ENG



65 წლის კაცი, სავარაუდოდ, ძმისშვილმა დაჭრა

04 იან 202114:18
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში ბიძასა და ძმისშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 65 წლამდე კაცი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა კაცმა ბიძას სანადირო თოფიდან ესროლა. 

დაჭრილი კაცი კლინიკა რუსთავშია გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

ამასთან, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, დაჭრილი კაცის შვილიშვილი, რომელიც ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ კაცს "ტყვია თოფის მიწაზე დახეთქების დროს, შემთხვევით მოხდა". 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 23 წლის კაცი დაკავებულია. 


close დახურვა