logo
ENG



ლევან დავითაშვილი: რუსეთიდან, დაახლოებით, 20-25 ათასი ადამიანია შემოსული

07 მარ 202213:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/4mhpcpu9ppk913c.jpg

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე განიხილეს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხი, მიისვე თქმით, საუბარია, დაახლოებით, 20-25 ათას ადამიანზე. მანვე დაამატა, რომ ზუსტ ინფორმაციას შსს გამოაქვეყნებს და მინისტრი პარლამენტშიც მივა. 

"დაახლოებით, 20-25 ათას ადამიანზეა საუბარი. ეს არის ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიამდე, ვიდრე შეზღუდვები შემოვიდოდა. ეს მონაცემები შესადარებელი არ არის 2021 წელთან, რადგან დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა. საუბარი, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები ჩამოდიან და ეს რისკის შემცველია, ეს ასე არ არის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა, ასევე განაცხადა, რომ თუკი ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, კანონიერად მიეცემათ საქმის კეთების საშუალება.

"ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს - საქართველო არის ერთ-ერთი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება".


close დახურვა