logo
ENG



არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს

07 მარ 202217:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/15hd3hsugyw87uu.jpg

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.

აქამდე საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები.

"მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა