უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. შეხვედრა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, არსებობს გარკვეული პოზიტიური წინსვლები ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
"მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის მცირეოდენი პოზიტიური წინსვლები ჰუმანიტარული კორიდორების ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ლოჯისტიკის ნაწილში გარკვეული ცვლილებები შევა, რათა შევძლოთ იმ ხალხს დავეხმაროთ, ვინც რუსული აგრესიის მსხვერპლია. საბაზისო პოლიტიკურ ნაწილში - ცეცხლის შეწყვეტის და უსაფრთხოების გარანტიების კუთხით ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება. დღეის მდგომარეობით, საფუძვლიანი შედეგები ჯერ არ გვაქვს, თუმცა როგორც გითხარით კონსულტაციები ისევ გაგრძელდება და შედეგს მივაღწევთ", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
თავის მხრივ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსული მხარე უკრაინელებთან მე-3 რაუნდის შედეგებით უკმაყოფილოა. როგორც მედინსკიმ აღნიშნა, მათი მოლოდინები არ გამართლდა.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები განიხილეს. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს.