logo
ENG



პოლონეთი მზად არის, აშშ-ს უფასოდ გადასცეს MIG-29-ის ტიპის გამანადგურებლები

09 მარ 202200:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/a6txhij39hx79sv.png

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი ყველა გამადგურებელი MIG-29 რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაშია. 

პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უკრაინას უჭერს, თუმცა, პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ უკრაინას იარაღს პირდაპირ ვერ გადასცემენ, ვინაიდან პოლონეთი კონფლიქტში მონაწილე მხარე არ არის. 

"იარაღის მიწოდების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილებაNATO-მ ერთსულოვნად უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, გადავიტანოთ ჩვენი ყველა საბრძოლო თვითმფრინავი რამშტაინის საბრძოლო ბაზაზე, მაგრამ არ ვართ მზად, გადავდგათ ნაბიჯები ჩვენით, იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, არ ვართ ამ ომის მხარე". - თქვა მორავიეცკიმ.

ამასთან, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მიაწოდოს გამოყენებული საფრენი აპარატები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. 

პოლონეთის ხელისუფლება ასევე მოუწოდებს NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც MIG-29-ებს ფლობენ, ანალოგიურად მოიქცნენ. 


close დახურვა