logo
ENG



შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

09 მარ 202216:43
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრალიელი პედაგოგის შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.

შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ავსტრალიელ ქალს პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, შემდეგ კი მისი მოკვლა გადაწყვიტა.

უწყების ცნობით, შანაი ბრუკის მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარს ხის ტოტები დააფარა და მკვლელობის იარაღი გადააგდო.

10 სექტემბერს მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.


close დახურვა