
ჩინეთმა უარი თქვა რუსულ ავიახაზებს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები მიაწოდოს. ამის შესახებ როსავიაციაში მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა უარი მიიღო Boeing-ის და Airbus-ისგან.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის საავიაციო სექტორი დასავლეთმა დაასანქცირა. როსავიაციის წარმომადგენელი ვალერი კუდინოვი ამბობს, რომ თვითმფრინავის ნაწილებისთვის რუსეთი სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს თურქეთსა და ინდოეთში.