"ძირითადად ბუნკერში არიან" , - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე.
რაზმაძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა "უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება არასწორად გააკრიტიკეს", რის გამოც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ ზელენსკი გარეთ ვერ გამოდის თავმჯდომარემ უპასუხა:
"ძირითადად ბუნკერში არიან, თქვენც კარგად იცით".