logo
ENG



უკრაინა: რუსეთი მაროდიორობას აკანონებს და ოკუპანტებს თვითგადარჩენის ფაზაში გადასვლას ავალებს

12 მარ 202217:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/851imtd2d8dhoe1.jpg
Головне управління розвідки Міністерства оборони України

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი მაროდიორობას აკანონებს და უკრაინაში ოკუპანტ ჯარისკაცებს თვითგადარჩენის ფაზაში გადასვლას ავალებს.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებს სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემების გამო მარაგები შეფერხებულად მიეწოდებათ, რის გამოც ხელმძრვანელობა მათ ადგილობრივი მოსახლეობისა და ობიექტების გაძარცვისკენ უბიძგებს. 

„ოკუპანტების არმია აკანონებს მაროდიორობას. მათი თავდასხმის წარუმატებელი მცდელობის გამო, ოკუპანტები იძულებულები არიან შეცვალონ ტაქტიკა. სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემებისა და გახანგრძლივებული კომუნიკაციის გამო კი მათ არ შეუძლიათ დროულად მიაწოდონ საწვავი, საკვები, აღჭურვილობა და ვაზნები დანაყოფებს და წარმატებით ჩანაცვლონ ერთმანეთი.

იმავდროულად პუტინის სამხედროებს მარაგებზე წვდომა განუსაზღვრელი დროით არ აქვთ და მათ მისცეს დავალება, რომ მომდევნო განკარგულებამდე თვითგადარჩენის ფაზაზე გადავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობას ყველაფერი წაართვან, გაძარცვონ საწყობები, მაღაზიები და აფთიაქები.

გარდა მცირე დანაშაულებისა, ისინი მოსახლეობის მიმართ მძიმე დანაშაულებსაც სჩადიან: მკვლელობა, წამება, გაუპატიურება. საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად მიმართავენ ტერორს, რაც წაახალისებულია  მათი უმაღლესი ლიდერების მხრიდან“, - აცხადებს დაზვერვა.

მათი თქმით, მაროდიორობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეოები არ ასახავს ცალკეულ შემთხვევებს, ამ პრაქტიკას საოკუპაციო ძალები ხშირად მიმართავენ.


close დახურვა