logo
ENG



პოდოლიაკი: ვცდილობთ, რუსეთი მოვაქციოთ ერთ იურიდიულ ფორმატში

13 მარ 202211:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/myj2of7peceqwz3.jpg

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები თარიღი დაზუსტებული არ არის, "უბრალო შეხვედრების საჭიროებას კი უკრაინული მხარე ვერ ხედავს". 

მისი თქმით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უკრაინასა და რუსეთს შორის ჩატარდება მას შემდეგ, რაც შემუშავდება ე.წ იურიდიული ფორმატი.  

" ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი და ახლა ვცდილობთ, ისინი [რუსეთი] მოვაქციოთ ერთ იურიდიულ ფორმატში". - ამბობს პოდოლიაკი. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატით უწყვეტად მიმდინარეოპბს. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკვე 18 დღეა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ლტოლვილად იქცა 2 მილიონამდე ადამიანი. 

უკრაინას და რუსეთს შორის ომის შესახებ ამ დრომდე მოლაპარაკების 3 რაუნდი შედგა, თუმცა, უშედეგოდ. რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს.


close დახურვა