logo
ENG



ესტონეთის პარლამენტი გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართავს და უკრაინის ცის ჩაკეტვას ითხოვს

14 მარ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/14/slivvekp87zbu4e.jpg

ესტონეთის პარლამენტი მიმართავს გაეროს წევრ ქვეყნებს უკრაინაში ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს პირველი გადაწყვეტილებაა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის პარლამენტისგან.

როგორც რიიგიკოგუს განცხადებაშია ნათქვამი, ცის ჩაკეტვა აუცილებელია, რათა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული. 

"ესტონეთის პარლამენტი გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინის მოსახლეობისა და სამხედროების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძვიან, იმ რუსეთის, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ომი დაიწყო. ესტონეთი მოუწოდებს ყველას გამოავლინონ თავიანთი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ ომში, რომლის ფარგლებშიც ისინი იცავენ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ესტონეთის პარლამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული ომი და სამხედრო მოქმედებები არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ და ყველა ასეთ დანაშაულზე, რომელიც მათ ჩაიდინოს, პასუხი უნდა აგონ.

რიიგიკოგუ მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს გადადგან სასწრაფო ქმედითი ნაბიჯები, რათა უკრაინის ცა ჩაიკეტოს და მშვიდობიანი უკრაინელების მასობრივი გარდაცვალება არ მოხდეს. ესტონეთის პარლამენტი, ასევე სხვა ქვეყნებს მიმართავს რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოონ. აგრეთვე დაადონ რუსულ და ბელარუსულ პროდუქციას ემბარგო.

რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარი დაუჭირონ და ნატო-ში გაწევრიანებაზე MAP-ი გადასცენ", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა