logo
ENG



კინზინგერი: აუცილებელია, დავხუროთ ცა [უკრაინის თავზე]

15 მარ 202222:27
3 წუთის საკითხავი
clock 1636
2022/03/15/d9dpadv7lkulwqu.png

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ აუცილებელია, ჩაიკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე. 

ამ მოთხოვნას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის შეჭრის დღიდან აყენებს, თუმცა, დასავლეთში აცხადებენ, რომ ეს ომში მათ პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს. 

ფორმულას ეთერში ადამ კინზინგერმა თქვა: 

"უნდა გავითავისოთ ის, რასაც ზელენსკი ამბობს: უკრაინა იბრძვის ყველა ჩვენგანისთვის. თუ უკრაინამ არ გააჩერა რუსეთი, ის მთელ მსოფლიოს გადასწვდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმ იარაღის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. 

მე ველი მის მიმართვას ჩვენდამი და იმის მოსმენას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. 

დაწესებული სანქციები კარგია სხვა ქვეყნების მიმართ მომავალი შეტევების შესაჩერებლად. თუ რუსეთი უკრაინაში არ შეაჩერეს, ის გააგრძელებს თავდასხმებს, მაგალითად, საქართველოზე, მოლდოვაზე, პოტენციურად NATO-ს ქვეყნებზე. აუცილებელია, დავხუროთ ცა. 

რუსეთს არ აქვს უფლება, უკრაინის საჰაერო სივრცეში შეიჭრას. წერტილი. უკრაინას აქვს უფლება, მოითხოვოს ამ სივრცის დახურვაზე დახმარება. მე მინდა, რომ მთელი უკრაინა დაიხუროს". - თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა. 


close დახურვა