logo
ENG



პესკოვი: პუტინის ემოციური მდგომარეობა ნორმალურია

16 მარ 202215:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/oo838y2aecmfonj.jpg

რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ ვლადიმერ პუტინის ემოციური მდგომარეობა ნორმალურია.

"პრეზიდენტის სამუშაო დღე, ამ სიტყვის სრული გაგებით, არის არაორდინალური, უკიდურესად არაორდინალური სამუშაო დღე. არ არსებობს არანაირი ფიქსირებული დრო (საათი), დილიდან გვიან ღამემდე [მუშაობს]. მისი ემოციური მდგომარეობა ნორმალურია", - თქვა პესკოვმა.

ბოლო დღეებია დასავლური მედია აქტიურად წერს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. 


close დახურვა