მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდებოდა ამბავს მარიუპოლის დრამატული თეატრიდან, შენობა ბავშვებით და ორსულებით ოკუპანტემბმა დაბომბეს, და მშვიდობიანი მოქალაქეები სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგრამ თავშესაფარში მყოფები ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ. მარიუპოლში რუსებმა იერიში მიიტანეს სპორტულ კომპლექსზეც, რომელსაც ორსული ქალები აფარებდნენ თავს, დაღუპულების რიცხვი უცნობია. სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა - მაგრამ კონტროლს რუსული არმია მაინც ვერ ამყარებს.
მარიუპოლის ტრაგედია
17 მარ 202220:35
3 წუთის საკითხავი