logo
ENG



კრემლის პროპაგანდისტულ არხს RT ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმეს

18 მარ 202212:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/18/v5ts6dqxfbtu4id.jpg

კრემლის პროპაგანდისტულ არხს RT-ს ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმეს.

მედიის მარეგულირებელი Ofcom-ის განცხადებით, ლიცენზიის გაუქმება "დაუყოვნებლივ შევა ძალაში".

"ჩვენ არ მივიჩნევთ RT-ის ლიცენზიას, მიზანშეწონილად და სათანადოდ იმისათვის, რომ ჰქონდეს გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო ლიცენზია", - განმარტა Ofcom-მა.

Ofcom-ი აწარმოებს 29 გამოძიებას "RT-ის ახალი ამბებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმდინარე მოვლენების სათანადო მიუკერძოებლობის შესახებ".

არხი უკვე გაქრა დიდი ბრიტანეთის ყველა სამაუწყებლო პლატფორმიდან.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი, ბლოკმა სანქციები გამოიყენა სატელიტური კომპანიების მიმართ ლუქსემბურგსა და საფრანგეთში.


close დახურვა