logo
ENG



პოდოლიაკი: რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათ მოთხოვნებს ასახავს, ჩვენი პოზიცია უცვლელია

18 მარ 202221:19
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათ მოთხოვნებს ასახავს, ჩვენი პოზიცია უცვლელია

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაიოლო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის განცხადებები მათ მოთხოვნებს ასახავს. უკრაინა კი თავის პოზიციაზე რჩება.

„მოლაპარაკებების შესახებ: რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათ მოთხოვნებს ასახავს. ყველა მათი განცხადება, სხვა რამეებთან ერთად, მიმართულია მედიაში დაძაბულობის გამოწვევისკენ. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მყარი გარანტიები სპეციალური ფორმულებით“, - აცხადებს პოდოლიაკი.

დღეს უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსსა და NATO-ში არ შესვლაზე რუსეთისა და უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის ასევე ვლადიმერ მედინსკიმ თქვა, რომ კიევმა ავსტრიული ან შვედური ნეიტრალიტეტის მეთოდით დემილიტარიზაციის წინადადება დააყენა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ, უკრაინულ მოდელს, რასაც სამართლებრივი ძალა ექნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.


close დახურვა