logo
ENG



უკრაინა: რუსეთის სამხედრო ძალების 10-ზე მეტი მეთაური, მათ შორის 6 გენერალია ლიკვიდირებული

20 მარ 202202:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/20/vmdpkm13bbhose2.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 3 კვირის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალების 10-ზე მეტი მეთაური, მათ შორის 6 გენერალია ლიკვიდირებული. 

უწყება რუსი გენერლების სიასაც აქვეყნებს:

გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი – რუსეთის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური;

გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე;

გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვიაღმოსალეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური;

გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე;

გენერალ-მაიორი ოლეგ მიტაევი – 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური;

გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი – მე-8 გვარდიის გაერთიანებული არმიის მეთაური.


close დახურვა