
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა.
რომის პაპმა მიმართვა სამ - უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გაავრცელა.
"ახლოს ვიყოთ ამ დატანჯულ ხალხთან, ჩავეხუტოთ ჩვენი სიყვარულით, კონკრეტული ვალდებულებებით და ლოცვით. გთხოვთ, ნუ შევეჩვევით ომსა და ძალადობას, არამედ დაუღალავად, გულუხვად მივიღოთ ხალხი არა მხოლოდ ახლა, არამედ უახლოეს კვირებსა და თვეებში", - წერს პაპი ფრანცისკე.