ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
"ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.
პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის". - წერია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ და სტუმრად მხოლოდ პროსახელისუფლებო არხების გადაცემებში დადიან.
ამასთან, 2021 წლის 5 ივლისს, როცა ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა Tbilisi Pride-ის ორაგანიზატორებს დააკისრა და ძალადობის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.