თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეა, უკრაინაში იბრძვის, ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი დანიშნეს.
"რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო.
არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ". - დაწერა ფეისბუქზე ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის მიმართ ბრალდება ბუტა რობაქიძის საქმეს ეხება. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წარდგენილი.