logo
ENG



ქობულეთში ალტ-ონფოს ოფისის გახსნას აპროტესტებენ

22 მარ 202217:32
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში მოქალაქეები ძალადობრივი, პრორუსული ორგანიზაცია ალტ-ინფოს ოფისის გახსნას აპროტესტებენ. ისინი ქალაქის ცენტრალურ გამზირიდან ალტ-ინფოს ოფისამდე მსვლელობას მართავენ, სადაც შემდეგ აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოში რუსული დაჯგუფებების ადგილი არ არის.

"ჩვენი მთავარო სათქმელია - არა ოკუპანტს, არა რუსულ აგრესიას! ალტ-ინფოს და მსგავს რუსულ დაჯგუფებებს ამ ქვეყანაში მომავალი არ ექნება. ეს ახალგაზრდობაა სწორედ იმის გარანტი, რომ ალტ-ინფო და სხვა პრორუსული ხელისუფლების დანაყოფები ამ ქვეყანაში ფეხს ვერ მოიკიდებენ",- ამბობს აქციის მონაწილე.

ინფოს ოფისების გახსნას აპროტესტებენ სხვადასხვა ქალაქებში. პროტესტის შემდეგ ძალადობრივ ჯგუფს ოფისები დაახურინეს მესტიაში, ოზურგეთში, ხულოსა და შუახევში.


close დახურვა