logo
ENG



უკრაინა უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ ტყვეები ორჯერ გაცვალეს

23 მარ 202216:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/z6vw7cys0w8s6e8.jpeg

უკრაინა უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ ტყვეები ორჯერ გაცვალეს გაცვალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინასთან ტყვეები ორჯერ გაცვალეს. ტყვეების რაოდენობა მან არ დაასახელა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი რუსული მხარის განცხადებას უარყოფს.

"ამჟამინდელი მდგომარეობით არავითარი გაცვლა არ ყოფილა", - განუცხადა მან BBC-ს უკრაინულ სამსახურს.

17 მარტს პრეზიდენტის ოფისის პრესსპიკერმა თქვა, რომ უკრაინულმა მხარემ 9 რუსი ახალწვეული მელიტოპოლის მერში გაცვალეს, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს.

უკრაინა უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ ტყვეები ორჯერ გაცვალეს


close დახურვა