პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა ახტირკას, ბუჩას, ირპენს და მიკოლაევს. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ხელმოწერილია რამდენიმე მნიშვნელოვანი განკარგულება:
ეროვნული გვარდიის 7 სამხედრო მოსამსახურისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭების შესახებ რომელთაგან, სამწუხაროდ, 5 გარდაცვლილია.
ეროვნული გვარდიის 240 და შეიარაღებული ძალების 119 სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილობრივი თემის 14 ლიდერისთვის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ.
31 მედიცინის მუშაკისთვის სახელმწიფო ჯილდოების დაჯილდოების და კიდევ ოთხი ქალაქის: ბუჩას, ირპინის, ახტირკას, მიკოლაევის საპატიო ჯილდოს "უკრაინის გმირი ქალაქი" მინიჭების შესახებ", - თქვა მან.
7 მარტს ზელენსკიმ "გმირი ქალაქების" წოდება ასევე მიანიჭა ხარკოვს, მარიუპოლს, ჩერნიგოვს, ხერსონს, გოსტომელსა და ვოლნოვახას.