logo
ENG



შოთაძე სუს-ის ფაილებზე: სუს-ის მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაიკითხნენ

25 მარ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 

გენერალური პროკურორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ მასალებზე სუს-ის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის მაღალჩინოსნები დაიკითხნენ.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ამ ეტაპზე საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი საქმეა. ჩატარებულია მთელ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების არაერთი თანამშრომელი, მათ შორის მაღალი რანგის თანამდებობის პირები არიან დაკითხული", - თქვა შოთაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირები დაიკითხნენ, შოთაძემ თქვა, რომ "დეტალებზე ვერ ისაუბრებს".

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.

 


close დახურვა