logo
ENG



უკრაინის საგარეოს პრესსპიკერი: კარასინმა შეაქო საქართველო, არ გრცხვენიათ?

25 მარ 202216:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/vfuxat5t32fpbk7.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს გრიგორი გარასინის განცხადების გამო. ნიკოლენკო ინგლისურ და ქართულ ენებზე ავრცელებს ტვიტს, სადაც წერს: " თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?"

"რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ  გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო  იმისთვის, რომ მან რუსეთის  წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და "მადლობის გადახდა" დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საქართველოს პოზიცია "გაწონასწორებული" იყო. მისივე თქმით, რუსეთში ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ რჩება".

კარასინმა ეს განცხადება რუსეთში გააკეთა, სადაც გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ორგანიზებით მოსკოვში "ექსპერტების დონეზე" შეხვედრა გაიმართა და სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფედერაციის საბჭოს სენატორი, გრიგორი კარასინი. შეხვედრაზე იყო დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელიც პრიმაკოვის ფონდს საქართველოში წარმოადგენს. 

 


close დახურვა