
28 მარტის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 12 ადამიანი. NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში სულ ჩატარდა 5 460 ტესტი, მათგან 3 749 ანტიგენ ტესტი, 1 711 PCR ტესტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 3.43%