
ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ძალადობრივი, პრორუსული ორგანიზაცია ალტ-ინფოს ოფისი კერძო სახლში გაიხსნა. ამის გასაპროტესტებლად ადგილზე ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატები და ადილობრივები მივიდნენ.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე კონსერვატიული მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და აქტივისტები ალტ-ინფოს ჟურნალისტებთან ერთად გამოჩნდენ.
ადგილობრივები მათ შეძახილებით, "მოღალატე და პუტინის მონა" შეხვდნენ.
"ჩვენ ვიქნებით აქ, სანამ ეს ქალბატონი არ ჩამოხსნის ამ აბრას და არ დააფიქსირებს რომ ე.წ კონსერვატული პარტია, პუტინის პარტია აქედან წავა. ჩემი უფლებაა, პუტინის პარტია არ იყოს ამ ქვეყანაში, არც დარჩენილში, არც ზუგდიდში და არც არსად. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს კერძო მესაკუთრეს. წავიდნენ და კერძო საკუთრება დაიცვან რუსეთში", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ალტ-ინფოს ოფისების გახსნას აპროტესტებენ სხვადასხვა ქალაქებში. პროტესტის შემდეგ ძალადობრივ ჯგუფს ოფისები დაახურინეს მესტიაში, ოზურგეთში, ხულოსა და შუახევში.