logo
ENG



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მინსკსა და მოსკოვში ოფისებს ხურავს

29 მარ 202201:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/7dpqybcw0zt45zf.jpg

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მინსკსა და მოსკოვში ოფისებს ხურავს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ EBRD უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს.

"EBRD-მა მკაცრად დაგმო ომი უკრაინის წინააღმდეგ და მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის შესახებ. ეს არის რუსეთის ფედერაციის ქმედებების გარდაუვალი შედეგი", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა