logo
ENG



მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ

29 მარ 202216:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/ggoyd7kz8ncgco4.png

დღეს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ.

BBC-ის ცნობით, მოლაპარაკებები შემდეგ პუნქტებზე შედგა:

  • ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე მოლაპარაკებები 15 წლის განმავლობაში გაგრძელდება, მხარეები უარს ამბობენ ამ საკითხის შეიარაღებული გზით გადაჭრაზე;
  • ლუგანსკისა და დონეცკის სტატუსი გამოტანილია ცალკე პუნქტად და ის  შესაძლებელია ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირად შეხვედრაზე განიხილონ;

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმთან დაკავშირებით 28 მარტს ისაუბრა. ზელენსკის თქმით, უკრაინა არ აპირებს ყირიმის სამხედრო გზით წაღებას.

"ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვიქნებოდით ხვალ ყირიმში, ჩვენი ერთი სამხედრო კლავს მათ 10 სამხედროს. იმიტომ რომ ისინი ვერ ხვდებიან აქ რას აკეთებენ. და ესენი [უკრაინელები] ხვდებიან, რომ მისი ცოლი სადღაც პოლონეთშია ბავშვთან ერთად, ან ვალნავახაში გუშინ გადაუარეს. აი რატომ აქვს ამ ხალხს ამდენი ძალა, იმიტომ რომ ტრაგედია გვაქვს. როცა რუსეთი ითხოვს, რომ დოკუმენტებში ეწეროს, რომ თქვენ [უკრაინელები] სამხედრო გზით არ წაიღებთ ყირიმს - არ წავიღებთ ყირიმს სამხედრო გზით. ჩვენ ხალხი გვეცოდება. ჩვენი ხალხი გვეცოდება. იმიტომ რომ წავლენ იქ ადამიანები და დაიხოცებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ რუსეთი "კარდინალურად შეამცირებს" საომარ აქტივობას კიევსა და ჩერნიგოვში.


close დახურვა