logo
ENG



ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

31 მარ 202201:01
3 წუთის საკითხავი
clock 10521
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. 

31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა: 

"არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვისთვის და არიან ისინიც, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი დროებით 1-ლ მარტს გაიწვია. მიზეზად დაასახელა საქართველოს ხელისუფლების "ამორალური პოზიცია" რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. 

მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, რომ საქართველომ უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელი მოხალისეებისთვის გაფრენის ნებართვა არ გასცა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე უკავშირდება "კოორდინირებულ მცდელობას, საქართველო ჩართული იყოს სამხედრო კონფლიქტში". 


close დახურვა