logo
ENG



კოალიცია: საზმაუს ბორდის წევრობის შესარჩევ კომისიაში "იმედის" წარმომადგენლები დაუშვებელია

31 მარ 202215:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/01/m8gki15tf94ge9f.jpg

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

საკითხთან დაკავშირებით კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კომისიაში ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლების მონაწილეობა დაუშვებელია.

კოალიცია ციტირებს პარლამენტის რეგლამენტს, რომლის თანახმადაც, საკონკურსო კომისიაში უნდა შედიოდნენ, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო დონეზე დადგენილი კრიტერიუმის მიუხედავად, პარლამენტმა არასწორად გამოიყენა დისკრეცია და არ გაითვალისწინა კომისიის შემადგენლობაში პლურალიზმის მაღალი საჭიროება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კომისიის შემადგენლობის სია ასეთია:

  • მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "ალტერბრიჯის", ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  • ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი;
  • მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;
  • ეკა მელქაძე − ჟურნალისტი;
  • ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
  • ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
  • გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
  • გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე კონკურსი 2022 წლის 17 მარტს გამოცხადდა.


close დახურვა