ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს კიევში ჩავიდა. ის უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ომის შედეგად დაზარალებული ქალაქების ხელახლა აშენებაში დაეხმარება.
მეცოლამ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის დახმარებას, ლტოლვილების მიღებას და უზრუნველყოფას განაგრძობს.
"ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქალაქებისა და სოფლების ხელახლა აშენებაში, როცა ეს არასამართლებრივი, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი დასრულდება.
ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. ეს გაგრძელდება და გაიზრდება. ჩვენ მოვუვლით თქვენს ოჯახებს, ვინც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ ეს გაგრძელდება იმ დღემდე ვიდრე ისინი შეძლებენ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებასა და საკუთარი ცხოვრების ხელახლა აშენებას.
მადლობა. დიდება უკრაინას", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
დღეს რობერტა მეცოლამ ტვიტერზე დაწერა, რომ კიევში ჩავიდა უკრაინის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ მათ იმედიანი გზავნილი გადასცეს.
Dear Ukrainian friends,
Soon we will help you rebuild your cities and towns.
We will continue to take care of your families who have been forced to flee, until they can safely return.@r_stefanchuk #StandWithUkraine pic.twitter.com/JbqtFrro6S