თბილისში, ლაგუნა ვერეს უკან 2 ადამიანი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას კიდევ, სულ მცირე 5 ადამიანია დაჭრილი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.