logo
ENG



უკრაინის პროკურატურა: რეგისტრირებულია რუსეთის ჩადენილი 4 684 დანაშაული

06 აპრ 202210:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/d45sxrbn7ibz2r8.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რუსეთის ჩადენილი 4 684 დანაშაულია რეგისტრირებული. მათი უდიდესი ნაწილი - 4 533 შემთხვევა, ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას ეხება.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 353 მთავარი ეჭვმიტანილია, მათ შორის რუსი მინისტრები, დეპუტატები, სამხედრო მეთაურები, ოფიციალური პირები, კრემლის პროპაგანდისტები და ომის წამქეზებლები არიან.

ამ დროისთვის პროკურატურას უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 2 400-მდე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული აქვს დაფიქსირებული. მათი უდიდესი ნაწილი 1 608 უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უკავშირდება.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის აგრესიას 167 ბავშვი ემსხვერპლა, 279 კი დაიჭრა. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, რიცხვები სავარაუდოდ უფრო მაღალია, რადგან შეტაკებების ადგილებიდან სრულ ინფორმაციას ვერ იღებენ. 


close დახურვა