logo
ENG



პაპმა ფრანცისკემ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა დაგმო და უკრაინის დროშას აკოცა

06 აპრ 202218:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/ykhr7gp59s23od2.jpg

პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში დაგმო ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა და აკოცა უკრაინის დროშას, რომელიც ქალაქიდან გაუგზავნეს.

რუსული არმიისგან გათავისუფლებული ბუჩას ქუჩაში მოკლული და ნაწამები უკრაინელების ცხედრები აღმოაჩინეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ცხედრების ნაწილი გაკოჭილი ან ნაწამები იყო, ასევე, დაფიქსირდა ქალებისა და მოზარდების გაუპატიურების ფაქტები.

"უკრაინის ომის ბოლოდროინდელმა ამბებმა, ნაცვლად იმისა, რომ შვება და იმედი მოეტანა, ახალი სისასტიკეები მოიტანა, როგორიცაა ბუჩას ხოცვა-ჟლეტა", - თქვა პაპმა ვატიკანში.

"შეაჩერეთ ეს ომი! გაჩუმდეს იარაღი! შეწყვიტეთ სიკვდილისა და ნგრევის თესვა", - თქვა მან და დაგმო მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა.

პაპის თქმით, უკრაინის გაშავებული და დასვრილი დროშა სიმბოლოებითა და წარწერებით ბუჩადან სამშაბათს მიიღო.

"ეს ომიდანაა, სწორედ წამებული ქალაქი ბუჩადან" , - თქვა მან, როდესაც დროშას კოცნიდა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა,

დარბაზში იყვნენ უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებიც, რომელთაც თავის გვერდით დადგომა სთხოვა.


close დახურვა