logo
ENG



ფორმულა: ლარსის საბაჟოზე სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანა გადაადგილდება

06 აპრ 202220:50
3 წუთის საკითხავი
clock 10279

ტელეკომპანია ფორმულას ექსკლუზიურად მიაწოდეს ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ათეულობით სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანა გადაადგილდება.

კოლონას, სატრანსპორტო სფეროს ექსპერტების განმარტებით, არც ერთი ქვეყნის სატრანზიტო ნომერი არ აქვს, ტექნიკამ საბაჟო კონტროლი უკვე გაიარა.

უცნობია, რა დანიშნულებისაა მანქანები და რა მიმართულებით მიდის კოლონა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ. ფორმულა ცდილობს მეტი ინფორმაციის გარკვევას.

ინფორმაციას გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო: 

"გასული 1 კვირის მანძილზე, ყაზბეგის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული "KAMAZ-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით", - აღნიშნავენ უწყებაში.


close დახურვა