logo
ENG



ლაგოდეხში ავარიას 70 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

06 აპრ 202223:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/yqlt0hcc0t6kiqe.png

ლაგოდეხი-წნორის ​დამაკავშირებელ გზაზე ავტო ავარიას 70-წლამდე კაცი ემსხვერპლა. 

ერთმანეთს BMW-ის და მერსედესის მარკის მანქანები დაეჯახა. 

დაშავდა 2 ადამიანი. ისინი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ადგილზე შსს-ის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


close დახურვა