logo
ENG



ავსტრია 4 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

07 აპრ 202211:21
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრიამ ვენაში რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი და ზალცბურგში რუსეთის გენერალური საკონსულოს ერთი თანამშრომლის გააძევა.

მათ ქვეყანა 12 აპრილამდე უნდა დატოვონ. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ამ პირებმა ჩაიდინეს მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებები. შესაბამისად, ისინი გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რუსი დიპლომატები გააძევა იტალიამსაფრანგეთმადანიამგერმანიამ და ესპანეთმა.


close დახურვა