
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრნენ.
ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე ფოტო პარასკევს გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მატარებლით სლოვაკეთის პრემიერმინისტრ, ედუარდ ჰეგერთან ერთად მიემგზავრება.
"მოუთმენლად ველი კიევს", - განაცხადა მან.
Looking forward to Kyiv.@JosepBorrellF @eduardheger pic.twitter.com/YFAgGr5Tlc
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 8, 2022
ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ასევე გამოაქვეყნა ტვიტერზე მისი და ფონ დერ ლაიენის ერთობლივი ფოტო.
Looking forward to Kyiv.@JosepBorrellF @eduardheger pic.twitter.com/YFAgGr5Tlc
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 8, 2022
უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის ხელმძღვანელს პარასკევს შეხვდება.
ვიზიტი ხუთშაბათს ჩაინიშნა, მას შემდეგ, რაც სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანქციები რუსეთზე "სერიოზული ზეწოლის" ნიშანი იქნება.